9-10 სექტემბერს,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის სტომატოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: დეა ვადაჭკორია და რამაზ ორჯონიკიძე, დაესწრნენ პრაქტიკოსი ორთოპედის, ცნობილი უკრაინელი სპიკერის, ნაზარი მიხაილუკის ლექციასა და მასტერ კლასს.

ლექცია-მასტერ კლასის თემატიკა მოიცავდა კბილთა არაპირდაპირი რესტავრაციების დროს მინიმალურ პრეპარირებას, უმეტალო კერამიკული გვირგვინებისა და ვინირების დამზადების ულტრათანამედროვე ასპექტებს.

ამ შეხვედრის ორგანიზატორები საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და Sprint Dental-ი გახლდათ.