2016 წლის 29.06 – 2.07 საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის დირექტორი, პროფესორი მარინა მამალაძე,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები,ნათია ნიჟარაძე და ლია სანოძე იმყოფებოდნენ სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის (ICD) ევროპული სექციის 61-ე კონფერენციაზე.
ნათია ნიჟარაძე წელს ICD-ში წევრად მიიღეს. სტომატოლოგთა ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა თითოეული ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი პატივია.