19-20 თებერვალს,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის სტომატოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები: დეა ვადაჭკორია და რამაზ ორჯონიკიძე, დაესწრნენ ესთეტიკური სტომატოლოგიის ცოცხალი ლეგენდის, ინოვატორის, მრავალი სასწავლო წიგნის ავტორის, უბადლო ლექტორისა და მოქმედი პრაქტიკოსი სტომატოლოგის, დოქტორ დომენიკო მასირონის ლექციასა და მასტერ კლასს.
ლექცია - მასტერ კლასის თემატიკა მოიცავდა კბილთა არაპირდაპირი რესტავრაციების დროს მასირონის ფილოსოფიასა და ინდივიდურ მიდგომას: მინიმალურად ინვაზიურ კბილთა პრეპარირებას და დიზაინს თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.