29 ივლისი - 2 აგვისტო, საქართველოს სტომატოლოგთა ალიანსისა "GDA" და უკრაინის სტომატოლოგთა ასოციაციების ორგანიზებით ჩატარდა მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი "საქართველო-უკრაინა", რომელიც გაიმართა ქალაქ ლვოვში, უკრაინაში. კონგრესზე მოხსენებით წარდგა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი, უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის დოქტორი, რამაზ ორჯონიკიძე.