სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი, შეძრწუნებულია ჩვენი დედაქალაქის თავს დამტყდარი უბედურებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათთან ერთად განვიცდით მომხდარს, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვსურს გვერდით დავუდგეთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ოდესმე გავაანალიზებთ ერთმანეთზე ზრუნვისა და სიყვარულის უპირატესობას ყველა სხვა მიწიერ ფაქტორებთან მიმართებაში.