2015 წლის 21-22 იანვარს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციაციის წევრები,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო -კვლევითი ცენტრი, უნიდენტის ექიმები და რეზიდენტები დაესწრნენ ამერიკიდან მოწვეული პროფესორის, ჰარვარდისა და კემბრიჯის სტომატოლოგიური სკოლების წარმომადგენლის პეგი ჩენის ლექციას, რომელიც ორგანიზმის ზოგადი ავადობებისა და პირის ღრუს მდგომარეობის ინტეგრაციას შეეხო. ლექცია საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ მსგავსი პრეზენტაციები სტომატოლოგიურ საზოგადოებაში ხშირი არ არის.