2009 წლის 23-24 ოქტომბერს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა - უნიდენტმა და კორპორაცია "Kerr"-ის წარმომადგენლობამ საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანადგომით, უმასპინძლა კორპორაცია "Kerr"-ის კონსულტანტს, სიენას უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორს, ცნობილ სპიკერს, ალესანდრო ვიკის. 23 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის აუდიტორიაში, პროფესორმა ალესანდრო ვიკიმ ჩაატარა ლექცია: "საღეჭ კბილთა პირდაპირი რესტავრაცია - სიმტკიცისა და ესთეტიკის ჰარმონია". 24 ოქტომბერს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ბაზაზე ჩატარდა პროფესორ ალესანდრო ვიკის Hands-on (პრაქტიკული კურსი): "საღეჭ კბილთა პოსტრესტავრაციული პრობლემა -პოლიმერიზაციული კუმშვადობა, სტრესის ფენომენის ჩამოყალიბება, მიკრონაპრალის გაჩენა".